6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:
🌨 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
🌧 დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი სითბოს ფონზეა მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
🌧 ქ. თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
💨 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
💨 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.
🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი, 7 დეკემბრის დილამდე ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
🔗ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: METEO.GOV.GE
(Feed generated with FetchRSS)